ყველა პროექტი

დარბაზების და აბონემენტების მარკეტპლეისი

FitPlaza

მომხმარებელი პოულობს დარბაზს, ადარებს აბონემენტებს, ყიდულობს ონლაინ და დარბაზში QR კოდით შედის. დარბაზი თავის გვერდს თავად მართავს, აბონემენტებს ყიდის და თანხას იღებს.

  • მზა პროდუქტი
  • 2026
  • ფიტნესი
  • მარკეტპლეისი
  • QR შესვლა
დემოს მოთხოვნა
მთავარი გვერდი
36
დარბაზი დემოში
45 წმ
QR კოდის სიცოცხლე
2
ენა

რა არის შიგნით

01

QR, რომელსაც ვერ გადაიღებ

შესასვლელი კოდი ყოველ 45 წამში იცვლება, ამიტომ ეკრანის ფოტოს სხვისთვის გაგზავნა არაფერს იძლევა. აბონემენტის გაუქმებისას ყველა ძველი კოდი მაშინვე კარგავს ძალას.

02

ხუთი როლი, ერთი სისტემა

მომხმარებელი, დარბაზის მფლობელი, ფინანსისტი, რეცეფცია და ადმინი. რეცეფციის თანამშრომელი მხოლოდ თავის ფილიალს ხედავს და ფასებს ვერ შეცვლის.

03

გადახდა მხოლოდ ბანკის დადასტურებით

შეძენა გადახდილად მხოლოდ ბანკის დადასტურების შემდეგ ითვლება. საკომისიო თეთრამდე ზუსტად ნაწილდება დარბაზსა და პლატფორმას შორის.

04

კორპორატიული ფიტნესი

კომპანიას შეუძლია თანამშრომლებს ერთი ანგარიშიდან აუღოს აბონემენტი რამდენიმე დარბაზში.

ეკრანები

დარბაზების ძებნა
დარბაზის გვერდი
კორპორატიული
ტელეფონზე

მოგწონს? მოირგე შენს ბიზნესზე

თითოეული პროექტი შეგვიძლია მოვარგოთ შენს ბრენდსა და პროცესებს, ან ავაწყოთ მსგავსი შენი დარგისთვის. მოგვწერე და დაგიბრუნებთ ვადებსა და ღირებულებას.