ყველა პროექტი

ქართველი ექსპორტიორების B2B პლატფორმა

KOLKHA

უცხოელი მყიდველი პოულობს ქართველ მწარმოებელს, ადარებს სიმძლავრეს, მინიმალურ შეკვეთას და სერტიფიკატებს, შემდეგ კი ფასის მოთხოვნას აგზავნის. სახელი კოლხეთიდან და ოქროს საწმისიდან მოდის.

  • მზა პროდუქტი
  • 2026
  • ექსპორტი
  • B2B
  • ჭკვიანი ძებნა
დემოს მოთხოვნა
მთავარი გვერდი
64
მომწოდებელი დემოში
202
პროდუქტი
37
კატეგორია

რა არის შიგნით

01

ძებნა ჩვეულებრივი წინადადებით

მყიდველი წერს, მაგალითად, „ორგანული თხილი გერმანიისთვის“. სისტემა გაიგებს რაოდენობას, ბაზარს და საჭირო სერტიფიკატს და მომწოდებლებს შესაბამისობის მიხედვით ალაგებს.

02

ქულა და მიზეზი

ყოველ მომწოდებელს 100-ქულიანი შეფასება აქვს და გვერდით წერია, რატომ შეეფერება მოთხოვნას და რა აკლია.

03

ერთი მოთხოვნა, შვიდი პასუხი

ფასის მოთხოვნა ავტომატურად იგზავნება შვიდ ყველაზე შესაფერის მომწოდებელთან. ფასიანი რეკლამა რეიტინგზე გავლენას ვერ ახდენს.

04

ნდობა დადასტურებით

„ექსპორტისთვის შემოწმებული“ ნიშანს კომპანია მხოლოდ მაშინ იღებს, როცა ადმინისტრაცია მის საბუთებს გადაამოწმებს.

ეკრანები

ძებნა და რეიტინგი
კომპანიის პროფილი
ღვინის მომწოდებლები
ტელეფონზე

მოგწონს? მოირგე შენს ბიზნესზე

თითოეული პროექტი შეგვიძლია მოვარგოთ შენს ბრენდსა და პროცესებს, ან ავაწყოთ მსგავსი შენი დარგისთვის. მოგვწერე და დაგიბრუნებთ ვადებსა და ღირებულებას.