ქორწილის დაგეგმვა და მომწოდებლები
ლხინი
წყვილი აქ პოულობს დარბაზს, ფოტოგრაფს, მუსიკოსს და სხვა მომწოდებლებს, თავისუფალ თარიღს ამოწმებს და ჯავშნის. ბიუჯეტი და საქმეების სია კაბინეტში ავტომატურად ეწყობა.
- მზა პროდუქტი
- 2026
- ქორწილი
- ივენთები
- მარკეტპლეისი
- 54
- მომწოდებელი
- 10
- კატეგორია
- 4
- ქალაქი
რა არის შიგნით
ერთი დღე, ერთი ქორწილი
მომწოდებელი ერთ დღეს ორ ქორწილზე ვერ დაიჯავშნება. ამას ბაზა იცავს და რვა ერთდროული მცდელობის ტესტით შემოწმდა.
კალენდარი მომწოდებლის გვერდზე
თავისუფალი, დაჯავშნილი და დაკავებული დღეები სამი თვით წინ ჩანს, ფასის დიაპაზონთან ერთად.
ბიუჯეტი
წყვილი ჯამს ასახელებს, სისტემა კი მას დარბაზზე, ფოტოზე, მუსიკაზე და დანარჩენზე ანაწილებს. ფაქტობრივი ხარჯი გეგმის გვერდით ჩანს.
საქმეების სია თარიღიდან უკან
ქორწილის დღიდან უკან ითვლება, რა როდის უნდა გაკეთდეს. ვადაგადაცილებული საქმე ზემოთ ამოდის და არ იკარგება.
ეკრანები
მოგწონს? მოირგე შენს ბიზნესზე
თითოეული პროექტი შეგვიძლია მოვარგოთ შენს ბრენდსა და პროცესებს, ან ავაწყოთ მსგავსი შენი დარგისთვის. მოგვწერე და დაგიბრუნებთ ვადებსა და ღირებულებას.