ყველა პროექტი

ქართული რესტორნის საიტი და ჯავშნები ფინეთში

SAIRME

Ravintola Sairme ქართული რესტორანია ფინეთის ქალაქ პორიში. ძველი Wix საიტის ნაცვლად ახალი საიტი ავაწყეთ, სადაც სტუმარი მენიუს ათვალიერებს, მაგიდას ჯავშნის და საჩუქრის ბარათს ყიდულობს. დემო ვერსია sairme.streamer.ge-ზე მუშაობს.

  • ლაივ დემო
  • 2026
  • რესტორანი
  • ონლაინ ჯავშანი
  • საჩუქრის ბარათი
დემოს მოთხოვნა
ჩვენი ისტორია
64
კერძი მენიუში
6
ჯავშნის ნაბიჯი
2
ენა

რა არის შიგნით

01

მაგიდა ექვს ნაბიჯში

თარიღი, დრო, მაგიდა, სუფრის მენიუ, მონაცემები და გადახდა. რეგისტრაცია საჭირო არ არის, თავისუფალი ადგილები კი ჯავშნის მომენტში ხელახლა მოწმდება.

02

მენიუ PDF-ის ნაცვლად

ადრე მენიუ 9 მეგაბაიტიანი PDF იყო. ახლა 64 კერძი ფინურად და ინგლისურად ჩანს ფასებით და ალერგენებით, Google-ში კი თითოეული მათგანი იძებნება.

03

საჩუქრის ბარათი

სტუმარი ირჩევს თანხას და წერს მილოცვას. ადრესატი უნიკალურ კოდს ელფოსტაზე იღებს, როგორც კი გადახდა დადასტურდება.

04

რესტორნის პანელი

დღის სტუმრები, შემოსავალი და ალერგიის გაფრთხილებები ერთ ეკრანზეა. მაგიდების ცხრილში თავისუფალი საათები მაშინვე ჩანს, მენიუ და ფოტოები კი იქვე იცვლება.

ეკრანები

მენიუ
ჯავშანი
საჩუქრის ბარათი
ტელეფონზე

მოგწონს? მოირგე შენს ბიზნესზე

თითოეული პროექტი შეგვიძლია მოვარგოთ შენს ბრენდსა და პროცესებს, ან ავაწყოთ მსგავსი შენი დარგისთვის. მოგვწერე და დაგიბრუნებთ ვადებსა და ღირებულებას.