ტვირთების ბირჟა
TVIRTI
ვისაც ტვირთის გადაზიდვა სჭირდება, განცხადებას დებს, მძღოლები და ლოჯისტიკური კომპანიები კი შეთავაზებას უგზავნიან. ფასი, მარშრუტი, მანქანის ტიპი და რეიტინგი ერთ ეკრანზე ჩანს, ზარების გარეშე.
- მზა პროდუქტი
- 2026
- ლოჯისტიკა
- B2B
- სამი ენა
- 3
- ენა
- 12
- მთავარი გვერდის ბლოკი
- 327
- ავტომატური ტესტი
რა არის შიგნით
ღია ბირჟა რუკით
ყველა ღია ტვირთი რუკაზე და სიაში. ფილტრი მარშრუტით, წონით, მოცულობით, მანქანის ტიპითა და თარიღით.
მძღოლის კაბინეტი
მძღოლი ხედავს თავის მიმართულებაზე შესაფერის ტვირთებს, შემოსავალს, რეიტინგს და გავლილ კილომეტრებს.
მარშრუტის გვერდები
თბილისი–ბათუმი, თბილისი–ქუთაისი და სხვა: მანძილი, დრო და საშუალო ფასი. ასეთ გვერდს Google-ში ეძებენ.
საიტის ტექსტი პანელიდან
მთავარი გვერდის ყველა ბლოკი და ყველა წინადადება ადმინის პანელიდან იცვლება, ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
ეკრანები
მოგწონს? მოირგე შენს ბიზნესზე
თითოეული პროექტი შეგვიძლია მოვარგოთ შენს ბრენდსა და პროცესებს, ან ავაწყოთ მსგავსი შენი დარგისთვის. მოგვწერე და დაგიბრუნებთ ვადებსა და ღირებულებას.