ექიმთან ჩაწერა ონლაინ
ვიზიტი
პაციენტი ექიმს მიმართულებით, უბნით, დღით და ენით ეძებს და შედეგზევე ხედავს უახლოეს თავისუფალ საათს. კლინიკები ერთ ციფრულ დღიურს იღებენ, სადაც ყველა ექიმის განრიგია.
- მზა პროდუქტი
- 2026
- მედიცინა
- ჯავშანი
- კლინიკებისთვის
- 80
- ექიმი
- 20
- კლინიკა
- 3
- გამოწერის პაკეტი
რა არის შიგნით
01
ერთი საათი ორჯერ არ იყიდება
ორი პაციენტი ერთსა და იმავე საათზე ერთ ექიმთან ვერ ჩაეწერება. ამას თავად ბაზა არ უშვებს, საიტის ლოგიკას არ ვენდობით.
02
თავისუფალი საათი შედეგზე
ექიმის ბარათზე უახლოესი თავისუფალი დროები ჩანს, ამიტომ ჩაწერა ერთ დაჭერაშია.
03
მოლოდინის სია
თუ ექიმს თავისუფალი დრო არ აქვს, პაციენტი რიგში დგება და ადგილის გათავისუფლებისას შეტყობინებას იღებს.
04
კლინიკის დღიური
კლინიკა ექიმების განრიგს, ჯავშნებს და პაციენტებს ერთ ეკრანზე მართავს, ყოველთვიური გამოწერით.
ეკრანები
მოგწონს? მოირგე შენს ბიზნესზე
თითოეული პროექტი შეგვიძლია მოვარგოთ შენს ბრენდსა და პროცესებს, ან ავაწყოთ მსგავსი შენი დარგისთვის. მოგვწერე და დაგიბრუნებთ ვადებსა და ღირებულებას.